ნიუ იორკში გუგენჰაიმის მუზეუმში იტალიელი ხელოვანის, მაურიციო კატელანის ნამუშევრის ინსტალაცია სულ უფრო პოპულარული ხდება. ოქროს ტუალეტით სარგებლობა მუზეუმის ნებისმიერ სტუმარს შეუძლია. უნიტაზი 18 კარატიანი ოქროსგან არის დამზადებული. ყოველდღიურად მას ასობით მნახველი ჰყავს.