მსოფლიოს უმდიდრესი ადამიანების რეიტინგში ამანსიო ორტეგა დაწინაურდა. ესპანური „ინდიტექსის“ დამაარსებელმა და ყოფილმა პრეზიდენტმა „ფორბსის“ რეიტინგში ბილ გეიტსს გაუსწრო. მისი ქონება 85 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. კომპანია „მაიკროსოფტის“ დამაარსებლის ქონება კი 84 მილიარდ 900 მილიონს შეადგენს.