სან პაულოში ავტოსაგზაო შემთხვევა მსხვერპლით დასრულდა. 36 ავტომობილის დაზიანების შედეგად 2 ადამიანი დაიღუპა, 12 კი დაშავდა. ადგილობრივი დროით დილის 8 საათზე ესტაკადაზე ერთმანეთს სატვირთო მანქანები შეეჯახნენ, დააზიანეს ახლოს მყოფი მსუბუქი ავტომობილებიც, რასაც აალება და აფეთქებები მოჰყვა.