ტეხასში სტიქიას კიდევ ერთი კატასტროფა მოჰყვა. ჰიუსტონში კომპანია არკემას ქიმიურ ქარხანაში ორი აფეთქება მოხდა. ქარხანამ მუშაობა მანამდე შეწყვიტა, სანამ ჰიუსტონს თავს ქარიშხალი დაატყდებოდა, თუმცა ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის გამო ქიმიური ნივთიერებების გამაგრილებელი სისტემა მწყობრიდან გამოვიდა. მეხანძრეებმა ცეცხლის ლოკალიზება ვერ შეძლეს. გავრცელებული ინფორმაციით, აფეთქებების შედეგად პოლიციის შერიფი და კიდევ 9 ადამიანი დაშავდა. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.