ლეონარდო დი კაპრიოს საქველმოქმედო ფონდმა სტიქიით დაზარალებული ტეხასის მცხოვრებლების დასახმარებმად მილიონი დოლარი გამოჰყო.ამის შესახებ სააგენტო „ასოშიეიტიდ პრესი“ იტყობინება.
დამანგრეველმა ქარიშხალმა და წყალდიდობამ ტეხასში 35-მდე ადამიანი იმსხვერპლა, ათასობით კი უსახლკაროდ დატოვა. სტიქიით მიყენებული ზარალი მილიარდობით დოლარს ითვლის.