არაბულმა კოალიციამ საუდის არაბეთის ხელმძღვანელობით იემენის დედაქალაქთან საკონტროლო-გამშვები პუნქტი დაბომბა. შედეგად, 13 ადამიანი დაიღუპა, 1 კი მძიმედ დაშავდა. ავიადარტყმა ბანი-მატარის რაიონზე განხორციელდა, რომელიც სანაას საპორტო ქალაქ ჰოდეიდასთან აკავშირებს. დაღუპულთა შორის 8 მშვიდობიანი მოქალაქეა.