მორიგი კატასტროფა ინდოეთში. მუმბაიში ხუთსართულიანი საცხოვრებელი სახლი ჩამოინგრა. ინციდენტს 10 ადამიანი ემსხვერპლა, 15 კი დაშავდა. მაშველებმა ნანგრევებიდან 25 ადამიანის გამოყვანა შეძლეს. სამაშველო სამუშაოები შემთხვევის ადგილას ამ წუთებშიც გრძელდება. რა გახდა შენობის ჩამონგრევის მიზეზი, ჯერჯერობით უცნობია.