სანკტ პეტერბურგში ავტომობილი ყაზანის ღვთისმშობლის საკათედრო ტაძარის სიახლოვეს ხალხს დაეჯახა. დაშავებულია სამი ადამიანი. სამართალდამცველების თქმით, მომხდარს ტერორიზმთან კავშირი არ აქვს. წინასწარი ვერსიით, ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა.