ძლიერი ხანძარი კალიფორნიაში. ცეცხლი შტატის ჩრდილოეთ ნაწილში ტყის მასივს უკიდია. საგანგებო სიტუაციების სამსახურის განცხადებით, არსებობს საშიშროება, რომ ცეცხლი ახლომდებარე დასახლებულ პუნქტებსაც მოედოს. მაშველებმა სტიქიის ზონიდან მოსახლეობის ევაკუაცია დაიწყეს.