ავღანეთში ამერიკული სამხედრ ოკონტიგენტი დაახელოებით 11 ათას ადამიანს შეადგენს. ამის შესახებ სპეციალურ ბრიფინგზე შტაბების გაერთიანებული კომიტეტის მეთაურმა განაცხადა. სამხედრო მაღალჩინოსნის ცნობით, კონტიგენტში ის სამხედროები შედიან, რომლებიც ავღანეთის უსაფრთხოების სამსახურს კონტრტერორისტული ოპერაციების დაგეგმვაში ეხმარებიან. აქამდე არსებული ინფორმაციით, ავღანეთში 8400 ამერიკელი ჯარისკაცი იმყოფებოდა.