გერმანიის დაზვერვის სამსახურმა ვერცერთი დადასტურებული ფაქტი ვერ წარმოადგინა იმისა, რომ მოსკოვი გერმანიის არჩევნებში ერევა. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა განაცხადა.
„თუ ფაქტებზე ვსაუბრობთ, არ დაგვავიწყდეს, რომ გერმანიის კანცლერის სატელეფონო საუბრებს ამერიკული სპეცსამსაურები უსმენდნენ. არ მახსოვს, გერმანულ მხარეს ოდესმე რუსეთის მაკომპრომენტირებელი ფაქტები წარმოედგინოს,“-აღნიშნა სერგეი ლავროვმა.