საქართველოს მთავრობა კატეგორიულად უარყოფს აზერბაიჯანული წყაროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, ვალის სანაცვლოდ სომხეთისთვის იარაღის გადაცემასთან დაკავშირებით.
"ეს სისულელეა, ასეთი სისულელეები კომენტარის ღირსიც კი არ არის", _ განაცხადა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ნალბანდოვმა.
შეგახსენებთ: მანამდე აზერბაიჯანული წყარო იტყობინებოდა, რომ შესაძლოა საქართველომ სომხეთს ვალის სანაცვლოდ იარაღი მიაწოდოს, რომელიც საქართველომ "ნატოდან" მიიღო და 2008 წელს რუსეთის აგრესიის დროს არ გამოუყენებია.
ცოტა ხნის წინ აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს საქართველო 17,1 მლნ დოლარის სანაცვლოდ სომხეთს იარაღს მიაწვდიდა.
პოლიტიკური ინოვაციებისა და ტექნოლოგიების ცენტრის დირექტორის მუბარიზ ახმედოღლუს განცხადებით, "საქართველოს სომხეთუის 17-მილიონდოლარიანი დავალიანება აქვს და გამორიცხული არაა, სომხეთმა ვალის დაბრუნება შეიარაღების სანაცვლოდ მოითხოვოს. სამწუხაროდ, აზერბაიჯანს არ აქვს შესაძლებლობა, ამას ხელი შეუშალოს", - აცხადებს პოლიტოლოგი.