კიევში რუსი ჟურნალისტი გაიტაცეს. ამის შესახებ სააგენტო ,,რია ნოვოსტ" იტყობინება. გავრცელებული ინფორმაციით, ანა კურბატოვა დღეს დილით გაუჩინარდა.
ორი დღის წინ რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტი უკრაინულ საიტ „მირატვორეცის“ ბაზაში მოხვდა. ის ტენდენციური სიუჟეტების მომზადებაში დაადანაშაულეს. სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.