იაპონიას ოფიციალური ვიზიტით ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ეწვია. სამდღიანი ვიზიტის ფარგლებში ტერეზა მეი იაპონის ხელისუფლების წარმომადგენლებთან ვაჭრობის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და ჩრდილოეთ კორეის ბირთვული საფრთხის საკითხს განიხილავს.
იაპონია ბრექსიტისა და სავაჭრო ურთიერთობებში მოსალოდნელი ცვლილებების გამო შეშფოთებას არ მალავს. საუბრის ერთ-ერთი თემა სწორედ ბრექსიტი და მისი მოსალოდნელი შედეგები იქნება.