აფხაზ სეპარატისტთა ლიდერმა სერგეი ბაღაფშმა დღეს აფხაზური ე.წ. პარლამენტის წინაშე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აფხაზთის ე.წ. საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებად საერთაშორისო საზოგადოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა რჩება.
"ჩვენი ქვეყნის საგარეო პოლიტიკური კურსის ძირითად მიმართულებებად რჩება: მსოფლიო საზოგადოების მიერ აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარების მიღწევა; მსოფლიო ქვეყნებთან სავაჭრო ეკონომიკური და კულტურული კონტაქტების დამყარება; აფხაზეთის მიმზიდველი საერთაშორისო იმიჯის შექმნა, როგორც საიმედო და პასუხისმგებლობის მქონე ხელსაყრელი პარტნიორისა" - განაცხადა სერგეი ბაღაფშმა.