საუდის არაბეთში ჰაჯის პილიგრიმობაზე მილიონ 800 ათასზე მეტი მუსლიმი ჩავიდა. ამის შესახებ ქვეყნის სასაზღვრო სამსახური იტყობინება. ჰაჯის დასრულებამდე მექაში კიდევ 200 ათასამდე ადამიანის ჩასვლას ელიან. პილიგრიმობა 30 აგვისტოს დაიწყო. მექაში უსაფრთხოების განსაკუთრებული ზომებია მიღებული.