სტიქიით დაზარალებულ ჰიუსტონში კომენდანტის საათი დაწესდა. ამის მიზეზი მოროდიორობა გახდა. ქალაქის მერის, სილვესტერ ტერნერის განცხადებით, სტიქიით განადგურებულ ქალაქში მოროდიორობის რამდენიმე შემთხვევა გამოვლინდა, რის გამოც უსაფრთხოების ზომების გამკაცრება გახდა საჭირო. დამანგრეველი ქარიშხალი ჰარვი ტეხასს თავს 3 დღის წინ დაატყდა, რასაც ძლიერი წყალდიდობა მოჰყვა. სტიქიამ, ბოლო მონაცემებით, 30-მდე ადამიანი იმსხვერპლა.