29 აგვისტოს ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტის გაშვება მხოლოდ დასაწყისი იყო, - ამის შესახებ კიმ ჩენ ინმა განაცხადა და აღნიშნა, რომ ეს მხოლოდ პირველი ეტაპია და შემდეგი სამიზნე გუამი იქნება.
ჩრდილოეთ კორეის ლიდერის თქმით, ფხენიანი მომავალშიც გააგრძელდებს რაკეტების გამოცდას. მომხდარის გამო იაპონიისა და სამხრეთ კორეაში სამხედრო ძალების სრული მობილიზაციაა გამოცხადებული. აშშ პრეზიდენტი კი აცხადებს, რომ ჩრდილოეთ კორეის მიერ რაკეტების გამოცდაზე რეაგირების „ყველა ვარიანტი“ განიხილება.