ლონდონში „ნოტინგ ჰილის“ კარნავალზე ტელეკომპანია „სკაი ნიუსის“ ჟურნალისტს მშრალი საღებავები შეასხეს. კორესპონდენტი პირდაპირ ეთერში მაყურებელს ყოველწლიური ღონისძიების შესახებ უყვებოდა. პირდაპირი ჩართვის დასასრულს კორესპონდენტს მოულოდნელად მშრალი საღებავი შეასხეს. ჟურნალისტმა ეს ფაქტი ხუმრობად მიიღო და განაცხადა, რომ „ნოტინგ ჰილის“ კარნავალი მოულოდენელი სურპრიზებით არის სავსე.