ფხენიანის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის ფაქტს საფრანგეთის პრეზიდენტი გამოეხმაურა.
„ჩრდილოეთ კორეის ლიდერებმა კიდევ ერთხელ მოახდინეს თავიანთი უპასუხისმგებლობის დემონსტრირება. ვითარება რთულია და მას ჩვენი მხრიდან კოლექტიური მიდგომა სჭირდება,“-აღნიშნა ემანუელ მაკრონმა.