ცნობილი ჩოგბურთელი მარია შარაპოვა, რომელმაც ამერიკის ღია პირველობაზე გუშინ მსოფლიო მეორე ჩოგანი სიმონა ჰალეპი დაამარცხა, უმდიდრეს რუს ქალბატონთა სიაში მოხვდა. გამოცემა „ფორბსის“ რეიტინგში ის 17-ე პოზიციას იკავებს. შარაპოვას ქონება 160 მილიონ დოლარად არის შეფასებული.