ჩრდილოეთ კორეას უფლება აქვს, აშშ-ს მხრიდან აგრესიის შემთხვევაში მკაცრ თავდაცვით ზომებს მიმართოს. ამის შესახებ ჟენევაში ფხენიანის მუდმივმა წარმომადგენელმა ჩუ იონ ჩხოლმა განაცხადა.
„დღეს, როცა შეერთებული შტატები ერთობლივ წვრთნებს ატარებს და ჩრდილოეთ კორეის მიმართ აგრესიას არ მალავს, ჩემს ქვეყანას სრული უფლება აქვს იმისა, რომ ადეკვატურ ზომებს მიმართოს,“-აღნიშნა კორეელმა დიპლომატმა.
მორიგი ბალისტიკური რაკეტა ფხენიანმა გვიან ღამით გამოსცადა, რის გამოც გაეროს უშიშროების საბჭო დღეს საგანგებო სხდომას გამართავს.