თურქეთი ევროკავშირს თავად შორდება, რაზეც პასუხისმგებლობას ბრიუსელს აკისრებს, - ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარემ ჟან კლოდ იუნკერმა განაცხადა.
„თურქეთი საეჭვო ნაბიჯებს დგამს და ამით ევროკავშირს შორდება. საკითხავია, უნდა დავასრულოთ თუ არა ანკარასთან მოლაპარაკებები. ეს თეორიული საკითხია, რადგანაც მოლაპარაკება თურქეთთან პრაქტიკულად არ მიმდინარეობს. ანკარა ცდილობს პასუხისმგებლობა ჩვენ დაგვაკისროს, თუმცა ამ ყველაფერზე თავად არის პასუხისმგებელი,“-აღნიშნა იუნკერმა.