ბოლივიაში ინდიელთა ტომების წარმომადგენელთა აქცია პოლიციასთან შეტაკებაში გადაიზარდა. ლა პასში ეთნიკურ სამოსში გამოწყობილი აქციის მონაწილეები დაკავებული ბელადების გათავისუფლებას ითხოვდნენ. მათი თქმით, ხელისუფლებამ ინდიელთა ტომების რამდენიმე ლიდერი იმის გამო დააკავა, რომ ქალაქის მერი კორუფციულ გარიგებებში ამხილეს. დემონსტრანტებმა აჩაკაჩის მერის მფარველობაში პრეზიდენტი მორეალესი დაადანაშაულეს.