ჩრდილოეთ კორეის მიერ მორიგი ბალისტიკური რაკეტის გამოცდის გამო გაეროს უშიშროების საბჭო შეიკრიბება. საგანგებო სხდომის მოწვევა შეერთებულმა შტატებმა, იაპონიამ და სამხრეთ კორეამ მოითხოვეს. ბალისტიკური რაკეტა ფხენიანმა გვიან ღამით გამოსცადა. რაკეტა იაპონიის ზღვაში ჩავარდა.