დღეს, ბაქოში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი გრიგოლ ვაშაძე აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა სამხრეთ კავკასიაში არსებული ვითარება და ორ ქვეყანას შორის სამომავლო პერსპექტივები განიხილეს.
"ჩვენი ქვეყნები ყველა მიმართულებით თანამშრომლებენ. მხარს ვუჭერთ ერთმანეთს საერთაშორისო ორგანიზაციებში ტერიტორიული მთლიანობის შესახებ საკითხების განხილვისას. ეს ასე იყო და დარწმუნებული ვარ მომავალშიც ასე იქნება", - განაცხადა ვაშაძესთან შეხვედრის დროს აზერბაიჯანის პრეზიდენტმა.
ამასთან, ალიევმა და ვაშაძემ აშშ-ს სახელმწიფო მდივანის ჰილარი კლინტონის აზერბაიჯანსა და საქართველოში ვიზიტი შეაფასეს.
ბაქოში ერთდღიანი ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის თავის აზერბაიჯანელ კოლეგასაც შეხვდება.