სუშის მოყვარულებისთვის ტოკიოში ფესტივალი მოეწყო. ღონისძიებაში 15 ქვეყნის შეფ-მზარეული იღებდა მონაწილეობას. მთავარი მოთხოვნა 40 წუთში სუშის დაფის ორიგინალურად გაწყობა იყო. დასახელდა საუკეთესო მზარეული. ჟიურის გადაწყვეტილებით, გამარჯვებულად კონკურსის ნორვეგიელი მონაწილე გამოაცხადეს.