გერმანიის ყოფილმა კანცლერმა გერჰარდ შრიოდერმა შესაძლოა „როსნეფტის“ დირექტორთა საბჭოს ხელმძღვანელის პოსტი დაიკავოს.
ინფორმაციას სააგენტო „ ინტერფაქსი“ ავრცელებს.
ამ საკითხზე ოფიციალური კომენტარი „ როსნეფტში“ ჯერ არ გაუკეთებიათ.
ყოფილი კანცლერი ენერგეტიკის სფეროში გერმანიისა და ევროპის რუსეთთან თანამშრომლობის ინიციატივით გამოდიოდა.