აფხაზეთის არაღიარებული საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია მთიან ყარაბაღში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება, ამის შესახებ სააგენტო „ეხო კავკაზა“ იტყობინება.
გავრცელებული ინფორმაციით, აფხაზეთის დეფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ და მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებული რესპუბლიკის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა კარენ მირზოიანმა სტეფანაკერტში ხელი მოაწერეს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს.
მინისტრებმა შეხვედრისას ასევე ისაუბრეს რეგიონში არსებულ სამხედრო-პოლიტიკურ ვითარებაზე.