მორიგი ტერორისტული აქტი ერაყში. ძლიერი აფეთქების ხმა ბაღდადის შიიტურ რაიონში გაისმა. მადინატ-ეს-სადრის რაიონში დანაღმული ავტომანქანა აფეთქდა, რასაც სულ მცირე, 8 ადამიანი ემსხვერპლა, 25 კი დაშავდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.