ცნობილი ფრანგი მსახიობი მირეი დარკი 79 წლის ასაკში გარდაიცვალა. მსახიობის გარდაცვალების მიზეზი მძიმე ავადმყოფობა გახდა. გასული წლის შემოდგომაზე მან მესამე ინსულტი გადაიტანა, რის შემდეგაც მეტყველების უნარი დაკარგა. მირეი დარკი ლეგენდარული ფრანგი მსახიობის, ალენ დელონის ყოფილი ცოლი იყო. მათი ქორწინება 10 წელიწადს გაგრძელდა.