ბელგიის თავდაცვის სამინისტრო მზადაა ქვეყნის დიდ ქალაქებში სამხედრო პატრულირება 2020 წლამდე გააგრძელოს. ამის შესახებ სახმელეთო ძალების მეთაურმა მარკ ტისმა განაცხადა. მისივე თქმით, ტერორისტული საფრთხის დონე ქვეყანაში ჯერ კიდევ მაღალია და შესაბამისად, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტების უსაფრთხოება მაქსიმალურად უნდა იყოს დაცული. ტერორისტული საფრთხის დონე ბელგიაში გასული წლის 24 მარტს გაზარდეს, მას შემდეგ, რაც ბრიუსელის აეროპორტზე თავდასხმა განხორციელდა.