ფრანგული გამოცემა ელე რეკორდული ტირაჟით გაიყიდა. ჟურნალის ახალი ნომერი, რომელშიც საფრანგეთის პირველ ლედისთან ინტერვიუ დაიბეჭდა, 530 ათასზე მეტმა ადამიანმა იყიდა. სოციალურ ქსელებში კი ინტერვიუს 30 მილიონზე მეტი მნახველი ჰყავს. ინტერვიუში ბრიჯიტ მაკრონი ოჯახური ცხოვრების საინტერესო დეტალებზე საუბრობს.