კრასნოდარის ოლქში მსხვერპლი გაიზარდა. დღეს დილით ყუბანში მომხდარი ავტოკატასტროფის შედეგად დაშავებული კიდევ ერთი ადამიანი გარდაიცვალა. ტრაგედია ყუბანში 25 აგვისტოს დატრიალდა. ავტობუსი, რომელსაც მუშები გადაჰყავდა, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. ინციდენტს 19 ადამიანი ემსხვერპლა.