ბრიტანეთის სამხრეთ სანაპიროზე 150 ადამიანი მოიწამლა. მომხდართან დაკავშირებით გამოძიება უკვე დაწყებულია. დაშავებულები ადგილობრივ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების განცხადებით, პაციენტებს უჭირდათ სუნთქვა, უჩიოდნენ თვალებისა და ყელის ტკივილს. ინციდენტის გამო სამართალდამცველებმა სანაპიროდან მოქალაქეების ევაკუაცია დაიწყეს. თვითმხილველების თქმით, სანაპიროზე მყოფმა ადამიანებმა თავი ცუდად მას შემდეგ იგრძნეს, რაც ცაზე უცნაური ღრუბელი გამოჩნდა. პოლიცია ახლა „ ქიმიური ღრუბელის“ წარმოქმნის მიზეზებს არკვევს.