სირიის სახელისუფლო ძალებმა რუსეთის ავიაციის დახმარებით "ისლამური სახელმწიფოს" პოიზციებზე იერიში მიიტანეს. ამის შესახებ რუსეთის თავდაცვის სამინისტრო იტყობინება. უწყებაში აღნიშნავენ, რომ სამხედრო ოპერაციის შედეგად დაჯგუფების 800 წევრია ლიკვიდირებული. განადგურებულია ისლამისტების სამხედრო ტექნიკაც. შოიგუს უწყების განცხადებით, რუსული ავიაციის დახმარებით სირიის სამთავრობო ძალები ამჟამად ქალაქ დეირ ეზ ზორისკენ მიიწევენ.