12 ივლისს პოლონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი როდისლავ სიკორსკი თბილისს ეწვევა. ამის შესახებ "ჯი-ეიჩ-ენს" პოლონეთის საელჩოში განუცხადეს.
აღნიშნული ინფორმაცია "ჯი-ეიჩ-ენს" საგარეო საქმეთა სამინისტროშიც დაუდასტურეს. მათი ინფორმაციით, ვიზიტის დეტალები უახლოეს ორ დღეში გახდება ცნობილი.
წინასწარი ინფორმაციით, პოლონეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი თავის ქართველ კოლეგას, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს გრიგოლ ვაშაძეს და სავარაუდოდ საქართველოს პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს შეხვდება.
როდისლავ სიკორსკიმ პოლონეთის ქალაქ ბიდგოშში გიმნაზია დაამთავრა. სკოლის დამთავრების შემდეგ იგი ოქსფორდის უნივერსიტეტში ფილოსოფიის და პოლიტოლოგიის ფაკულტეტებზე სწავლობდა. 1986-89 წლებში გამოცემების "შპეცტატორ" და "Oბსერვერ" ავღანეთში, ანგოლაში და იუგოსლავაიში კორესპონდენტად მუშაობდა. 1990-91 წლებში იყო პოლონურ გაზეთის "ჭორლდ Pრესს Pჰოტო" კორესპონდენტი და პოლონეთის მედიამაგნატის როპერტა მიოდოკას მრჩეველი.
1992 წელს სიკორსკი პოლონეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილედ, 2005 წელს კი პოლონეთის სენატში იქნა არჩეული, ხოლო ამავე წლის 31 ოქტომბერს პოლონეთის თავდაცვის მინისტრის თანამდებობაზე დაინიშნა. 2007 წლის 16 ნოემბრიდან კი საგარეო საქმეთა მინისტრის პოსტი დაიკავა.
ჰყავს ცოლი, ამერიკელი ისტორიკოსი, ჟურნალისტი და ლაურიატი პულიცერის პრემიის ენნ ეპლბაუმი და ორი შვილი.