ჩრდილოეთ კორეის მიერ ბალისტიკური რაკეტების გამოცდასთან დაკავშირებით აშშ სახელმწიფო მდივანმა საგანგებო განცხადება გააკეთა. რექს ტილერსონის შეფასებით, გასულ კვირას ფხენიანის მიერ სამი ბალისტიკური რაკეტის გაშვება პროვოკაციული ქმედება იყო, თუმცა ვაშინგტონი პრობლემის მშვიდობიანი დარეგულირების გზების გამონახვას შეეცდება. სახელმწიფო მდივანმა ასევე დასძინა, რომ შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად შეეცდება ფხენიანის რეჟიმი მოლაპარაკებებზე დაითანხმოს.