ქარიშხალ ჰარვის შემდეგ ტეხასში წყალდიდობას ებრძვიან. ქალაქ ჰიუსტონში კატასტროფული ვითარებაა შექმნილი. მაშველებმა 2000 ადამიანის ევაკუაცია მოახდინეს. დატბორილია მთავარი მაგისტრალები, რის გამოც სატრანსპორტო მოძრაობა პარალიზებულია. ასობით ათასი ადამიანი ელექტროენერგიის გარეშეა დარჩენილი. ვრცელდება ინფორმაცია მსხვერპლის შესახებაც. ოფიციალური ინფორმაციით, დაღუპულია 5 ადამიანი.