მორიგი თავდასხმა ავღანეთში. ჰელმანდის პროვინციაში დანაღმული ავტომობილის აფეთქების შედეგად 13 ადამიანი დაიღუპა, 18 კი დაშავდა. დაღუპულთა შორის სამხედროებიც არიან. ტერორისტების სამიზნე სამხედრო კოლონა გახდა. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.