ლიბანმა სირიის საზღვართან ისლამური სახელმწიფოს დაჯგუფების წინააღმდეგ ოპერაცია შეწყვიტა. ამის შესახებ სააგენტო Reuters იტყობინება. გადაწყვეტილებას ბეირუთი დაეშთან მოლაპარაკებების დაწყებით ხსნის. ხელისუფლება ტერორისტებთან მოლაპარაკებას 2014 წელს ტყვედ აყვანილი 9 სამხედრო მოსამსახურის გათავისუფლებაზე აწარმოებს.