ტეხასს ბოლო 13 წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერმა ქარიშხალმა "ჰარვიმ" გადაუარა. სტიქიამ ქალაქ როკპორტში ერთი ადამიანი იმსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. დაზიანდა ასობით საცხოვრებელი სახლი და ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც 200 ათასზე მეტ ადამიანს ელექტროენერგიის მიწოდება შეუწყდა. პრეზიდენტ ტრამპის განკარგულებით ტეხასი სტიქიური უბედურების ზონად არის გამოცხადებული.