საფრანგეთის პრეზიდენტისთვის ახალ ვიზაჟისტს ეძებენ, რომელიც ბიუჯეტს უფრო იაფი დაუჯდება. ამის შესახებ Associated Press ელისეს სასახლეზე დაყრდნობით იტყობინება. მანამდე გამოცემა Le Point-მა გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ მაკრონი ვიზაჟში სოლიდურ თანხებს ხარჯავდა, რის გამოც პრეზიდენტი თანამოქალაქეთა კრიტიკის ობიექტი გახდა. გავრცელებული ინფორმაციით, ვიზაჟისტმა, სახელად ნატაშამ, რომელიც მაკრონს წინასაარჩევნო კამპანიის პერიოდშიც ემსახურებოდა, ბოლო 3 თვის განმავლობაში პრეზიდენტისგან 26 ათასი ევრო მიიღო.