ყუბანში ავტოკატასტროფის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. მყვინთავებმა დღეს დილით ზღვაში კიდევ ერთი ცხედარი იპოვნეს. ტრაგედია ქერჩის სრუტეში გუშინ დატრიალდა. ავტობუსი, რომლითაც მუშები გადაჰყავდათ, სავალი ნაწილიდან გადავიდა და ზღვაში გადავარდა. ინციდენტს 18 ადამიანი ემსხვერპლა. მაშველებმა 33 ადამიანის გადარჩენა შეძლეს.