თეთრი სახლი პრეზიდენტის კიდევ ერთმა მრჩეველმა დატოვა. ამჯერად სამსახურიდან სებასტიან გორკა წავიდა. მანამდე ტრამპის ადმინისტრაციას მისი მთავარი სტრატეგი სტივ ბენონი გამოაკლდა.
თეთრი სახლი დატოვა პრეზიდენტის მრჩეველმა რეფორმების რეგულირების საკითხში კარლ აიკანმაც.
რაც შეეხება გორკას, მედიის ინფორმაციით, მას ინტერესთა კონფლიქტი ჰქონდა პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროს ჯონ კელისთან, რის აიძულეს თანამდებობა დაეტოვებინა.