დონალდ ტრამპმა ტეხასის შტატი სტიქიური უბედურების ზონად გამოაცხადა. მის მიზეზი ქარიშხალი „ჰარვი“ გახდა, რომელიც ტეხასის სანაპიროებს უახლოვდება. მისი სიჩქარე საათში 210 კილომეტრს აღწევს. სტიქიის ზონიდან 10 000 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა. საჭიროების შემთხვევაში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებში ფედერალური ძალებიც ჩაერთვებიან.