გერმანიის ხელისუფლების წარმომადგენლები საკუთარი განცხადებებით ყოველგვარ ზღვარს სცდილდებიან. ამის შესახებ თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა.
„გერმანია ფრთხილად უნდა იყოს თურქეთთან მიმართებაში. გასაგებია, რომ ისინი წინასაარჩევნოდ პოპულისტურ განცხადებებს აკეთებენ, მაგრამ ამით ყოველგვარ ზღვარს სცილდებიან,“-აღნიშნა მევლუთ ჩავუშოღლუმ.
მანამდე თურქეთის ხელისუფლება გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკრიტიკა. ზიგმუნდ გაბრიელმა ღიად განაცხადა, რომ სანამ თურქეთის პრეზიდენტი ერდოRანია, ქვეყანას ევროკავში შესვლა არ ეღირსება.