ეუთოს საპარლამენტო ასამბელეის თავმჯდომარე ჟუაო სურაესი საქართველოში მიმდინარე რეფორმებით კმაყოფილია.
ამის შესახებ სუარესმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პირველი სხდომის გახსნაზე სიტყვით გამოსვლის დროს განაცხადა.
მისვე თქმით, საქართველოში დევნილების საცხოვრებელი პირობები მნიშვნელოვნად გაუმჯობესდა, რაც მისასალმებელია.
სხდომის მიმდინარეობის დროს საუბარი საქართველოში, 30 მაისის თვითმართველობის არჩევნებს შეეხო და აღინიშნა, რომ ეუთო საარჩევნო პროცესი დადებითად შეაფასა.
ამასთან, თვითმართველობის არჩევნების ჩატარების შესახებ ქართულმა დელეგაციამაც ისაუბრა და როგორც უმრავლესობის წევრმა გიგი წერეთელმა აღნიშნა, რომ საერთაშორისო დამკვირვებლების მხრიდან 30 მაისის თვითმართველობის არჩევნები დადებითად და წინ გადადგმულ ნაბიჯად შეფასდა.