ავღანეთის დედაქალაქში კიდევ ერთი ტერორისტული აქტი განხორციელდა. შუადღისას შეიარაღებული პირები თავს ქაბულის შიიტურ მეჩეთს დაესხნენ. ტერაქტს, ბოლო მონაცემებით, 14 სამოქალაქო პირი და 2 პოლიციელი ემსხვერპლა. არიან დაშავებულებიც. მომხდარზე პასუხისმგებლობა ჯერჯერობით არცერთ ადგილობრივ რადიკალურ დაჯგუფებას აუღია.