მორიგი თავდასხმა ავღანეთის დედაქალაქში. ქაბულში იმამ ზამანის მეჩეთში შეიარაღებული პირები შეიჭრნენ. მეჩეთის ტერიტორიაზე აფეთქებებისა და სროლის ხმა ისმის. ავღანეთის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, თავდასხმა სამმა ან ოთხმა პირმა განახორციელა. ერთ-ერთმა მათგანმა თავი აიფეთქა. ინციდენტის სხვა დეტალები ჯერჯერობით უცნობია.